ka | en
Company Slogan TODO

HCO3-ანიონით აქტივირებული ATPაზა

ავტორი: სოფიო ძნელაძე
ანოტაცია:

გამოკვლეული იქნა Mg2+-დამოკიდებული და Mg2+-არადამოკიდებული HCO3—ATPაზები. ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა გვიჩვენა, რომ ტრანსპორტულიATPაზების დამახასიათებელ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს Mg2+-დამოკიდებული HCO3—ATPაზა: 1. ზარის ფორმა, რომელიც არ გააჩნია Mg2+-არადამოკიდებულHCO3—ATPაზას; 2. MgATP კომპლექსი გამოყენებულია სუბსტრატად,მაშინ, როცა Mg2+-არადამოკიდებული HCO3—ATPაზა მუშაობს Mg2+-ის გარეშე; 3. სპეციფიური ინჰიბიტორის გამოყენება. ცნობილია, რომ ,,Ecto” ATPაზების სპეციფიური ინჰიბიტორი არის ARL67156. ჩატარებულმა ცდებმა ორივე ტიპის ATPაზაზე აჩვენა, რომ ARL67156 ინჰიბირებს მხოლოდ Mg2+-არადამოკიდებულ HCO3—ATPაზას, ხოლო Mg2+-დამოკიდებულ HCO3—ATPაზაზე ეფექტი არასარწმუნოა. ანუ, Mg2+-არადამოკიდებლი HCO3—ATPაზა უნდა მიეკუთვნებოდეს ,,Ecto” ATPაზების ჯგუფს, მაშინ, როცა Mg2+-დამოკიდებული HCO3—ATPაზა ტრანსპორტული P ტიპის ATPაზაა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com