ka | en
Company Slogan TODO

ანტროპოგენური ევტროფიკაციის ზეგავლენა საქართველოს ზოგიერთი წყალსატევის ზოოპლანქტონის თვისობრივ და რაოდენობრივ სტრუქტურაზე

ავტორი: ზელიმხან კერესელიძე
საკვანძო სიტყვები: ევტროფიკაცია, ზოოპლანქტონი
ანოტაცია:

ევტროფიკაციის პროცესი თავის გამოხატულებას პოულობს წყალსატევის ზოოპლანქტონის თვისობრივ და რაოდენობრივ სტრუქტურაში - იცვლება საერთოდ სახეობების და დომინირებული ფორმების რიცხვი, ზოოპლანქტონის რიცხოვნობა და ბიომასა. გასული წლის ზაფხულში კუმისის, სიონის, ბაზალეთის და ტაბაწყურის ტბებიდან ავიღეთ პლანქტონური მასალა, დავამუშავეთ კამერელურად და შედეგები შევადარეთ სხვა წლების ამავე პერიოდის მასალებს. გამოიკვეთა ასეთი სურათი: კუმისის წყალსაცავში 50 წლის მანძილზე 3-ჯერ შემცირდა ზოოპლანქტონის სახეობების რიცხვი, შეიცვალა დომინირებული ფორმები. ამჟამად ბატონობს ევრიბიონტი ნიჩაბფეხიანები; შემცირდა ზოოპლანქტონის რიცხოვნობა და ბიომასა. განსხვავებული სურათია სიონის წყალსაცავში: დღემდე არ შეცვლილა დომინირებული ფორმები, რაოდენობრივი სტრუქტურა მცირე ფარგლებში ცვალებადობდა. ბაზალეთის ტბაში თავი იჩინა ევტროფიკაციის ნიშნებმა: დომინურებული ფორმების რიცხვი შემცირდა, შეიცვალა რიცხოვნობა და ბიომასა. მსგავსი სურათია ტაბაწყურის ტბაში.


მიმაგრებული ფაილები:

Anthropogenic Eutrophication influence on qualitative structure of Zooplankton of some reservoirs [en]
ანტროპოგენური ევტროფიკაციის ზეგავლენა საქართველოს ზოგიერთი წყალსატევის ზოოპლანქტონის თვისობრივ და რაოდენობრივ სტრუქტურაზე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com