ka | en
ფითრის (Viscum album L.) ქიტინ-სპეციფიკური ცილის ენტომოტოქსიკური თვისებები Lepidoptera რიგის აგრომავნებლების მიმართ
ავტორი: მარიამი გაიდამაშვილითანაავტორები: ნინო ქებურია, ეკა ხურციძე
საკვანძო სიტყვები: ბიოპესტიციდი, ლექტინი, Lepidoptera, Viscum album.
ანოტაცია:
შესწავლილია ფითრის (Viscum album L.) ქიტინ-სპეციფიკური ლექტინის (MChbL) ინსექტიციდური აქტივობა A.sordens და A.segetum (Lepidoptera: Noctuidae) აგრომავნებელი მწერების მიმართ. გამოვლენილია ლექტინის ნეგატიური გავლენა ლარვების ფიზიოლოგიურ განვითარებასა და სიცოცხლისუნარიანობაზე. დადგენილია MChbL მიერ მწერების ლარვების საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ენდოგენური პროტეოლიზური ფერმენტების აქტივობის ინჰიბირების უნარი. გამოვლენილია MChbL ჰომოლოგია Hevea brasilienisis ოსმოტინის მსგავს ცილასთან და Zea mays ალფა-ამილაზა/ტრიპსინის ინჰიბიტორთან. გამოთქმულია მოსაზრება MChbL გამოყენების შესახებ Lepidoptera რიგის მავნებლების კონტროლისათვის.
მიმაგრებული ფაილები:
Entomotoxic Properties of Chitin-binding Mistletoe (Viscum album L.) Protein Against Lepidoptera Pests [en]ფითრის (Viscum album L.) ქიტინ-სპეციფიკური ცილის ენტომოტოქსიკური თვისებები Lepidoptera რიგის აგრომავნებლების მიმართ [ka]