ორი ბმული ნანო-ელექტრომექანიკური რეზონატორის არაწრფივი დინამიკა
ავტორი: giorgi mchedlishviliთანაავტორები: ლ. ჭოტორლიშვილი, ა.უგულავა,ა.კომნიკი,ს.ვიმბერგერი,ჯ.ბერაკდარი
ანოტაცია:
ორი ბმული ნანო-ელექტრომექანიკური რეზონატორის არაწრფივი დინამიკა რეზიუმე ჩვენ შევისწავლეთ ორი არაწრფივი ბმული ოსცილატორის იძულებითი რხევები ბმულობის ნებისმიერო მნიშვნელობისათვის, როგორც ორი ბმული ნანო-ელექტრომექანიკური რეზონატორის მოდელი.ანალიზურად მიღებულ იქნა რხევის ამპლიტუდის, როგორც იძულებითი რხევის სიხშირის ფუნქციის გამოსახულება და შესწავლილ იქნა ენერგიის ურთიერთგაცვლა ბმულ ოსცილატორებს შორის. გარეშე ძალის ზემოქმედების გამო განსახილველ სისტემაში აღძრული რხევების ამპლიტუდურ სიხშირული მახასიათებელი იძენს არაწრფივი რეზონანსის შესაბამისი ასიმეტრიული რეზონანსული მრუდის სახეს. ნაჩვენებია , რომ განსახილველი მოდელის ასეთი ამპლიტუდურ სიხშირული მულტისტაბილური მახასიათებელი შეიძლება გამოყენებულ იქნას ოსცილატორებს შორის ენერგიის გადაცემის მართვის ეფექტური ინსტრუმენტი (საშუალება), რაც განპირობებულია იძულებითი ძალის სიხშირის უმნიშვნელო ცვლილების გამო სისტემის მდგომარეობის სენსიტიური ცვლილებით.