ka | en
Company Slogan TODO

ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერების დაყოფა პოლისაქარიდული ქირალური სორბენტების და პოლარული ორგანული მოძრავი ფაზების გამოყენებით

ავტორი: მაია დემეტრაშვილი
თანაავტორები: ბეჟან ჭანკვეტაძე
ანოტაცია:

ენანტიომერული გამოცნობის ფიზიკურ-ქიმიური მექანიზმების კვლევა განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო ათწლეულში. მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია (HPLC) ენანტიოსელექტიური ანალიზის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ მეთოდს წარმოადგენს. აღნიშნული მექანიზმების დასადგენად კი მნიშვნელოვანია ენანტიომერების ელუირების რიგზე სხვადასხვა ფაქტორების გავლენის შესწავლა. ჩვენ შევისწავლეთ სულფოქსიდების ენანტიომერების მიგრაციის რიგი ახალი ტიპის ქირალური სელექტორების გამოყენებით. ჩატარებულ იქნა ქირალურ ნივთიერებათა ენანტიომერული ნარევების დაყოფა სუფთა პოლარული ორგანული მოძრავი ფაზების მეშვეობით და სტაციონარულ ფაზებად გამოყენებული იყო ახალი ტიპის მასალები : Lux Cellulose-1, Lux Cellulose- 2, Lux Cellulose- 3, Lux Cellulose-4,Lux Amylose- 2, SP 6 . დადგენილ იქნა ენანტიომერების ელუირების რიგი შებრუნების საინტერესო შემთხვევები როგორც სტაციონარული, ისე მოძრავი ფაზის შედგენილობის ცვლილებით.


მიმაგრებული ფაილები:

ანოტაცია [ka]
Anotation [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com